აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე

მისაღებად მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ამ პროგრამის გავლის შემდემ აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა მასწავლებლის სტატუსი მიღოს, შესაბამისად იმუშაოს სკოლაში პროფესიით.

2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);

საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;

სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;

საგნის გამოცდის საგამოცდო ბარათი;

ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;

ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ (საგამოცდო კოდის მითითებით);

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 30 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი – TRESGE22 ; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 709057267).

საბუთების წარდგენა შესაძლებელია  18 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე. 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 29 სექტემბერს 11 საათზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *