ფონდმა ,,ქართუმ” და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალი

საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია თბილისში გამართა.

პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “იულიხის” საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია.

არსებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. 

ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას ესწრებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე, ნიკო ჩხეტიანი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალეკო თევზაძე; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი; “იულიხის” სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერნდ ნოიმაიერი; IBA ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, სერჟ ლამისე; აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, საგანმანათლებლო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *