სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა. იმერეთიდან საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა ვაშაკიძემ მიიღო. ის ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელს ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს. გარდა ამისა, მას კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ მეხსიერების ბარათი და დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა. თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ კი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
,, ვთვლი, რომ ჩემი წარმატება განაპირობა ძალიან დიდმა შრომამ,ერთგულებამ და დიდმა სიყვარულმა ჩემი პროფესიისა.მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი ძალიან ბევრს აკეთებს ფრანგული ენის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისათვის.პროექტში- ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად " ჩართულობამ ,მომცა საშუალება მეთანამშრომლა ფრაგ პროფესიონალ პედაგოგთან გოტიე კრეპტთან,რომელიც დამეხმარა ფრანგული ენის ატმოსფეროს შექმნაში. ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელე სკოლაში,გვაქვს ბევრი გამარჯვება კონკურსებში, პროექტებში ჩვენს სკოლაში განსაკუთრებით უყვართ ფრანგული ენის გაკვეთილები, ფუნქციონირებს ფრანგული კლუბი.ფრანგული ენის გაძლიერება სკოლის დირექტორის ქალბატონ ხ.ფაილაძის გვერდში დგომის დამსახურებაა. ბედნიერი ვარ ამ აღიარებით,საქართველოში ძალიან ბევრი ღირსეული ფრანგული ენის პედაგოგია,დიდი ჯილდოა ჩემთვის იყო საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი,რაც მაძლევს კიდევ სტიმულს იმისას, რომ კიდევ ბევრი გავაკეთო ჩემს პედაგოიურ საქმიანობაში"- ამბობს პედაგოგი ირმა ვაშაკიძე.

მასთან ერთად 25 სექტემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, რუსული და ქართული,როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსში,რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა,რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა. ხუთივე ფინალისტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორმა, საქართველოს ბანკმა 500 ლარით დააჯილდოვა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
15:55 / 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
15:55 / 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხვალ
13:28 / 20.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხვალ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 18 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 10 - 19 °C
img
მესტია 6 - 15 °C
img
ზუგდიდი 18 - 29 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები