აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მედიცინის ფაკულტეტის

ორგანიზებით თეთრი ხალათების ცერემონიალი გაიმართა.  როგორც ფაკულტეტის დეკანი ამბობს, ამ ფორმით პირველკურსელებს  სწავლის მოტივაციას უმაღლებენ და ახსენებენ იმ პასუხისმგებლობას რაც მათ წინ ელოდებათ. 

,, “თეთრი ხალათების ცერემონია” 3-4 წელია ვაქციეთ ტრადიციათ. ეს ჯდება გაცნობითი კვირის ფარგლებში. სადაც იგეგმება შეხვედრები დარგის წამყვან სპეციალისტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან. სხვადასხვა სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებებთან. ამ ღონისძიებების ფარგლებში პირველად, მომავალი მედიკოსები შეეხებიან თეთრ ხალათს და გაიაზრებენ თეთრი ხალათის სიმბოლურ მნიშვნელობას ექიმისათვის. ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო რიტუალია , რომელიც შემდგომ მათ განაწყობს ჰიპოკრატეს ფიცის დადებისათვის”.- განაცხადა ფაკულტეტის დეკანმა ირინე ფხაკაძემ.

წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიცინის ფაკულტეტზე 144 სტუდენტი მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *