ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ მურღულიამ

თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მურღულიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა. მურღულია ამბობს, რომ აპირებს მეტი ყურადღება დაუთმოს ოჯახს და უნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს. 

ყოფილი რექტორის ადგილს მეცნიერი, ალეკო თევზაძე დაიკავებს.

თემურ მურღულია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2017 წელს დაინიშნა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *