განათლება
"გაგვაფრთხილეს, ბავშვები ტელეფონებს მოვარიდოთ"-რას ყვებიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ სკოლის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და გააფრთხილეს, მოსწავლეებისათვის ყურადღება მიექციათ და მათთვის მობილური ტელეფონების გამოყენების საშუალება არ მიეცათ. მშობლები ყვებიან, რომ კლასის დამრიგებლები წუხელ, მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

"სკოლის მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ ბავშვები მოარიდეთ ტელეფონებს და სკოლაში არ გამოატანოთო. გვითხრეს, ეს გავრცელებული ინფორმაციის გამოა საჭიროო. მე-7 კლასელია ჩემი ბავშვი. მის კლასში არავის მისვლია მსგავსი შეტყობინება. ბავშვი არაფერს ამბობს,"-განაცხადა მესამე სკოლის მოსწავლის მშობელმა, დარეჯან ფანჩულიძემ.

მშობლების თქმით, შესაძლოა, სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აუკრძალონ.

შეგახსენებთ, ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. საქმის კურსშია სკოლის დირექტორი. თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ინფორმაციას ფლობენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მისი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია და ყველა მხარე ინფორმირებულია.

რესურსცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი შეტყობინებები სხვა სკოლებიდან არ მიუღიათ.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს
11:11 / 15.10.2019
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს
დაიწყო
15:26 / 14.10.2019
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო
პროგრამის
14:50 / 14.10.2019
პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში წარჩინებული
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა
დაიწყო.
15:19 / 11.10.2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლის დირექტორსა და
წყალტუბოს
17:18 / 08.10.2019
წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლის დირექტორსა და წყალტუბოს
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 9 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019