განათლება
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აპლიკანტებს რეგისტრაცის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ელექტრონულად ვებგვერდზე www.vet.emis.ge შეუძლიათ. 


,,რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი ტესტის ტიპის ფარგლებში არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!

ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ჩაბარებული ტესტის ფარგლებში შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.

წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე." - წერია განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში. 

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს 17 პროგრამას სთავაზობენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის არ
არსებობა გააპროტესტეს.
15:17 / 22.01.2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის არ არსებობა გააპროტესტეს.
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინაერეობს.
იმის გამო,
15:31 / 21.01.2020
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინაერეობს. იმის გამო,
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს
იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
ამინდი
თბილისი -2 - 7 °C
img
ქუთაისი 1 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020