პოლიტიკა
"თუ უკანონოდ გათავისუფლებულია, ამას სასამართლო დაადგენს"-წყალტუბოს სკოლის დირექტორი თანამშრომელზე
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ამავე სკოლის საგზაო მოძრაობის წესების მასწავლებლის ბრალდებებს არ პასუხობს. გიორგი ბენიძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა მოადგილემ, რომელიც მას თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს, არ იცის რა სახის ინფორმაცია გაავრცელა. მისი განმარტებით, თუ აკაკი ტყეშელაშვილი თავს უკანონოდ გათავისუფლებულად თვლის, ეს სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

"თუ უკანონოდ გათავისუფლებულია, ამას სასამართლო დაადგენს. მანამდე დეტალებზე არ ვისაუბრებ,"-განაცხადა გიორგი ბენიძემ.

შეგახსენებთ, წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლის დირექტორსა და წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს სამსახურიდან უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. საგზაო მოძრაობის წესების მასწავლებელი აკაკი ტყეშელაშვილი, რომელსაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით მისი მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობის გამო მოხდა. აკაკი ტყეშელაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ოფიციალურ ბრძანებაში პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევაა დასახელებული, თუმცა, მას ხელშეკრულება გაუგრძელეს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობას კვლავ აგრძელებს. სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ საქმე ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი მთავარი მოთხოვნა კი თანამდებობაზე აღდგენაა. ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეზე რეაგირება განათლების სამინისტრომაც უნდა მოახდინოს და სკოლაში აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის აეროპორტში ხარაჩოს ჩამონგრევაში პარტია
18:01 / 28.01.2020
ქუთაისის აეროპორტში ხარაჩოს ჩამონგრევაში პარტია "თავისუფალი საქართველოს"
ხარაგულში, სოფელ ვერტყვიჭალაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტურ
ფაზაშია.
16:10 / 28.01.2020
ხარაგულში, სოფელ ვერტყვიჭალაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტურ ფაზაშია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
11:40 / 28.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
11:40 / 28.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების
საფუძველზე
16:24 / 27.01.2020
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების საფუძველზე
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020