წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. 240 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მის მშენებლობაზე 3 მილიონ 691 ათას 400 ლარი დაიხარჯება. 

მოსწავლეები წლებია უკვე სკოლის არ არსებობის გამო ორ საცხოვრებელ სახლში არიან განაწილებული. მიზეზი სკოლის შენობის ჩამონგრევაა. სკოლის შესახებ მასალა რადიომ “ძველი ქალაქი” 2017 წლის თებერვალში მოამზადა.

“ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ სოფელ წყალტუბოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას. სკოლას ექნება კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – განაცხადა წყალტუბოს მერმა  გრიგოლ იოსელიანმა. 

უახლოს დღეებში ახალი სკოლის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთშიც დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *