პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს

დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აპლიკანტებს რეგისტრაცის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ელექტრონულად ვებგვერდზე www.vet.emis.ge შეუძლიათ.

,,რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი ტესტის ტიპის ფარგლებში არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!

ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ჩაბარებული ტესტის ფარგლებში შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.

წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.” – წერია განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს 17 პროგრამას სთავაზობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *