“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაცია საქალაქო ტრანსპორტში

სტუდენტებისათვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. ორგანიზაციის წევრი, ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ სტუდენტებისათვის სამგზავრო ტარიფები უნდა განახევრდეს. ცვლილება 2020 წლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

“მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა თვითმმართველობას საშუალებას აძლევს, შეცვალოს სატრანსპორტო პოლიტიკა და მათ შორის დააწესოს შეღავათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა და სტუდენტებზე. აპრობირებული მეთოდი თბილისში წლებია არსებობს და ჩვენც ანალოგიურ პროგრამის შექმნას ვითხოვთ. მოვუწოდებთ სტუდენტებს, რომ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას,”-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკვაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი თანამედროვე გადახდის აპარატებითაც უნდა აღიჭურვოს.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა საინფორმაციო კამპანია წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დღეს ჩაატარეს და ხელმოწერებიც შეაგროვეს, რომელთაც მომდევნო კვირაში მერიაში წარადგენენ.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *