,,მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ.

პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც აქვს სურვილი და მზაობა დასაქმდეს და ასწავლოს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.

,,მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლა შეუძლია მათ, ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში, მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.

პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.
მასწავლებლები მომზადდებიან:

1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში, მათ რეგისტრაცია უნდ გაიარონ ვებ-გვერდზე tpdc.ge.

მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *