Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

განათლება
აწსუ-ში 2020 წლიდან ახალი პროგრამების დამატება იგეგმება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სპეციალობების დამატება იგეგმება. ორი უნივერსიტეტი ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე მუშაობს.

,,ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას. რათქმაუნდა ეს ეხება სახელოვნებო სფეროს. ახალ ვასრულებთ ერთობლივ პროგრამებზე მუშაობას, რომელიც შემდეგ იქნება წარდგენილი აკრედიტაციაზე. ჩვენ ვმუშაობთ დრამის სამსახიობო, თოჯინების თეატრის სამსახიობო, მუსიკალური თეატრის სამსახიობო, დრამის რეჟისურის, ტელე-კინო რეჟისორისა და ოპერატორის, ქორეოგრაფისა და დირიჟორის მომზადების პროგრამებზე. ამ რეგონში თეატრების რაოდენობა და მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ვფიქრობ, საჭიროა, რომ კადრები სისტემატიურად იყოს მომზადებული."- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალათან" საუბრისას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა. 

ასევე დაგეგმილია მატრიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა, რომელიც ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ყოფილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსდება.

აკრედიტაციის მიღების შემდეგ, პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვა ეტაპობრივად მოხდება და კურსდამთავრებულები ორი უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს მიიღებენ.

ახალ სპეციალობებზე სტუდენტების მიღება 2020 წლისათვის იგეგმება.

მემორანდუმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში" ფარგლებში გაფორმდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა
ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12:00 / 02.06.2020
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
13:23 / 28.05.2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის