აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატებიდან,

დასავლეთ კაროლინას უნივერსიტეტიდან, პროფესორები ეწვივნენ. მათ საერთაშორისო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს.

ჯეიმზ კოსტამ ..არაბუნებრივი ბუნებრიობა? ადამიანის ბუნებისა და ანთროპოცენის ისტორიული პერსპექტივების შესახებ” ისაუბრა, დეივიდ ჰენდერსონის მოხსენების თემა ,,ველური ბუნება, ანთროპოცენი და აბსტრაქციის საფრთხეები” იყო, ბრაიან რეილსბეკიმ კი ,,მღელვარების ეპოქა: 21-ე საუკუნის აშშ-ის ლიტერატურა და ბუნებრივი გარემო” წარადგინა.

,, საქართველოში უკვე მესამედ ვარ. თან ჩამოვიყვანე ჩემი კოლეგები: ბიოლოგი ჯეიმზ კოსტა, რომელიც არის ცნობილი ბიოლოგი და ჩალზ დარვინის თეორიებზე მუშაობს, ასევე დეივიდ ჰენდერსონი,რომელიც არის ფილოსოფოსი. ჩვენ სამნი აქ ვართ და წარმოვადგინეთ რამდენიმე ნაშრომი ამერიკის შეერთებული შტატების პასუხის სახით გარემოსთან დაკავშირებულ კრიზისზე, ფილოსოფიის, ბიოლოოგიისა და ლიტერატურის კუთხით.”- აღნიშნა ბრაიან რეილსბეკიმ.

ამერიკელი პროფესორები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენციის ფარგლებში, 1 და 2 ნოემბერს იმყოფებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *