აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე

261-მა აპლიკანტმა ჩააბარა. 17 სხვადასხვა მიმართულებაზე სწავლის სურვილი გაცილებით მეტს, 1278 აპლიკანტს სურდა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის განყოფილებაში აცხადებენ, რომ კონკურსი ყველა მიმართულებით იყო და ცარიელი ადგილები არ დარჩენილა. ერთადერთი მიმართულება, რაზეც მხოლოდ ერთი აპლიკანტი ჩაირიცხა ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოებაა.

სრულად დაკომპლექტდა ბიბლიოთეკარის, საბაჟო საქმის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის, ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტის, სისტემების ადმინისტრატორის, ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტის, სარეკლამო აგენტის, ბუღალტრული აღრიცხვის, საფინანსო სერვისების, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ელექტროობის, საოფისე საქმის, საავტომობილო გზების მშენებლობის, მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების, მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთების, მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების პროგრამები.

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულმა აპლიკანტებმა სასწავლებელში საბუთები 18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. სწავლა 25 ნოემბრიდან დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *