ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეს მასწავლებელმა თმა ააგლიჯა. ამის შესახებ

ინფორმაციას მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია ავრცელებს. მისი თქმით, მესამე კლასის მოსწავლე კლასის დამრიგებელმა გადალაპარაკების გამო დასაჯა.

,,როგორც ბავშვმა განმიმარტა, რვეულში გაუთავდა ფურცელი საკლასო წერის დროს და მეგობარს სთხოვა. როგორც ჩანს ამით გამოწვეული გადალაპარაკების გამო მოხდა ეს. პირველი რაც მოვიფიქრე, როცა ბავშვი მოვიდა და მაგიდაზე თმა დამიდო და ატირდა, ის იყო, რომ დავკავშირებოდი მასწავლებელს. მან არ უარყო, რომ ბავშვს შეეხო, უბრალოდ მითხრა, რომ ასე მწარედაც არ შეხებია. არ არსებობს ვერსია, რის გამოც შეიძლებოდა ბავშვს მოეტანა თმა, დამჯადარიყო და აქვითინებულიყო.”- ამბობს მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია.

მისივე თქმით, პედაგოგს ბავშვების მიმართ სწორი მიდგომები არც მანადე ჰქონდა. იცინდენტის შემდეგ კი მოსწავლე სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს.

,,არ ჰქონდა სწორი მიდგომები ბავშვების მიმართ. ნებისმიერ პრობლემაზე ცოტა ხისტად რეაგირებდა. ასეთ რამეს ჩემი აზრით სხვა დროს არ ჰქონია ადგილი, ან ჰქონდა და ბავშვები ვერ ამტკიცებდნენ. სულ ვცდილობდი დიალოგი წარმემართა. ჩემი შვილისათვის მეთხოვა მოთმინება, დაკვირვება, მეტი ყურადღება მასწავლებლის მიმართ. ბავშვი სკოლაში არ მიდის. ალბათ ჩავრევთ ფსიქოლოგს.”- ამბობს ცირა ხაბურძანია.

ის მასწავლებლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვს და აპირებს ოფიციალური წერილით განათლების მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახალხო დამცველს მიმართოს.

ვრცალდ მოისმინეთ სიუჟეტი: 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *