სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. გავრცელებულ ინფორმაციას,

რომ შესაძლოა არდადეგები გრიპის ვირუსის გამო 20 იანვრამდე გაგრძელდეს არ ადასტურებენ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, არდადეგების გახანგრძლივების საჭიროება არ არსებობს. 

,,15-ში განახლდება სწავლა. სასწავლო პროცესში რაიმე ცვლილების შესახებ ინფორმაცია, ბრძანება სამინისტროსგან არ მიგვიღია.” – აცხადებენ რესურსცენტრში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეპიდემიის არ არსებობს და მაჩვენებლები საგანგაშო არ არის. 

,,მიმდინარეობს მონიტორინგი როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული თვალსაზრისით. წლევანდელი სეზონი გაცილებით მშვიდად მიმდინარეობს. გასულ წელს ამ პერიოდში გვქონდა 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა 200-ზე მეტი. ახლა გვაქვს 125-127. თითქმის ნახევარია ჰოპიტალიზაციის შემთხვევები გრიპისმაგვარი გართულებებით. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს ამბულატორიულ მიმართვიანობასთან დაკავშირებითაც.  ცირკულირებს როგორც A ტიპის H1 შტამი, ასევე A ტიპის H3 შტამი,ძირითადად წამყვანი ცირკულაცია არის B ტიპის შტამი, რომელსაც ნაკლები სიმწვავე ახასიათებს. ეპიდემიურ ზღვარს ახლოსაც არ ვუახლოვდებით.” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *