ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.

ააიპ “ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებული საშიშროების არ არსებობის გამო, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

“დავაკვირდებით ამ დღეების განმავლობაში. თუ რაიმე საშიშროება იქნება, შესაძლებელია, სწავლა გადავდოთ. დღეის მონაცემებით, სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება,”-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *