ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ბაღების მშენებლობა დაიწყო.  მუნიციპალური

განვითარების ფონდის ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქვედა საზანოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფ.ვერტყვიჭალაში და სოფ.საღანძილეში საბავშვო ბაღების ასაშენებლად 2,1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

,,პროექტი ითვალისწინებს 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას. ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ფონდი ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებსაც განახორციელებს. შენობა ადაპტირებულიი ქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და პროექტების დასრულების შემდეგ, პატარები კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.”- ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *