სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის პარალელურად, მუშაობა შეჩერდა

დღის ცენტრებშიც. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმ დღის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის სერვისის მომწოდებლები არიან.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, მერის გადაწყვეტილებით, დღის ცენტრებს შეუნარჩუნდებათ მარტის თვის ანაზღაურება, იმ პირობით, რომ პროგრამით გათვალისწინებული 20 საათის ანაზღაურებას ისინი მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელფასი შეუნარჩუნდებათ იმ დასაქმებულ პირებს, რომელთა ანაზღაურებაც დამოკიდებულია შესრულებულ საათებზე. გრაფიკი შეთანხმებული იქნება მშობლებთანაც.

“დღის ცენტრების მომსახურებით ბავშვების ის კონტიგენტი სარგებლობს, რომელთა განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აქ გატარებულ ყოველ საათს. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ არ დაზარალდებიან არც ბავშვები და არც ის პროფესიონალები, რომლებიც მათთან მუშაობენ.” – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *