იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ონლაინსწავლების პროცესს  გაეცნო. ზვიად შალამბერიძეს სწავლის

ახალი მეთოდოლოგია ბაღდათში მცხოვრებმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ გააცნო. ის ერთ-ერთია იმ პედაგოგთაგან, რომელიც დისტანციური მეთოდით მოსწავლეებს ყოველდღიურ რეჟიმში აძლევს დავალებებსა და ატარებს გაკვეთილებს.

,,საგანმანათლებლო სისიტემა კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშეა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.

ახალ გამოწვევას ღირსეულად უპასუხეს პედაგოგებმა და მოსწავლეებს ყოველდღე დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ. დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შესძლებს.”- წერია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის განცხადებაში. 

დისტანციური სწავლების ეფექტურობის მიზნით, 30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი ,,ტელესკოლა”, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ტელეგაკვეთილები უტარდებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *