ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტური

გრანტების ფონდს ქმნის. 2020-2021 წლის აბიტურიენტებს, ვინც ახლა რეგისტრირდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩააბარებს, ქუთაისის უნივერსიტეტი გრანტებს სთავაზობს. ფინანსდება სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტიპენდია.

ქუთაისის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს წარჩინებული სტუდენტები.

უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი სექტემბერში უნდა მიიღოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *