Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების სისტემატიურად გაცემას ითხოვენ
“ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი, მამუკა მამალაძე ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გადაცემას ითხოვს. მამალაძე განმარტავს, რომ სასწავლო პროცესი თვეზე მეტია შეწყვეტილია, ხოლო პროდუქტები მოსწავლეებზე მხოლოდ ერთხელ განაწილდა. პარტიის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი ქუთაისის მერიასა და ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანებას" მოუწოდებს, მოსწავლეების მშობლებს ბავშვებისათვის განკუთვნილი პროდუქტები სისტემატურად მიაწოდონ ან გარკვეული თანხა გადასცენ.

"თვეზე მეტია, რაც ქუთაისის საბავშვო ბაღებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო. ამ ხნის განმავლობაში ააიპ "ბაგა-ბაღების" გაერთიანებამ მხოლოდ ერთხელ გადასცა აღსაზრდელთა მშობლებს ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები. ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით, ვინაიდან გადაცემულ პროდუქტებში ბურღულეული საერთოდ არ შედიოდა. მოვუწოდებთ ქუთაისის მერიასა და ქუთაისის ააიპებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე "ბაგა-ბაღების გაერთიანებას", დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული, ყოვლდღიური საკვებისათვის გამოყოფილი თანხის ან/და მისი შესაბამისი რაოდენობისა და ასორტიმენტის საკვები პროდუქტის სისტემატიური გადაცემა აღსაზრდელთა მშობლებისათვის, მით უმეტეს ამ ვითარებაში, როცა მათი აბსოლიტური უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი, ელემენტარული საარსებო სახსრების გარეშე. საიტერესოა ისიც, ამ ხნის განმავლობაში, ვის ან რას ხმარდება ბავშვების მოვლისა და კვებისათვის გამოყოფილი თანხა,"-განაცხადა მამუკა მამალაძემ.

ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში 10 000-მდე ბავშვი სწავლობს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა
ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12:00 / 02.06.2020
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა