ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი ქუთაისის

მერიამ გამოცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 158 ათას 713 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა მოწესრიგდეს წყალმომარაგების, ელექტროენერგიის ქსელი, დემონტაჟი ეხება ექსპლუატაციიდან გამოსულ ელ-სანათებს, ელ კაბელებს და ა.შ. სკოლის ორივე სართულზე მოხდეს დაზიანებული და ექსპლუატაციიდან გამოსული ელ-სანათების ჩანაცვლება ახლით, ხოლო მათ ადგილას მოეწყოს შესაბამისი ტიპის სანათები.

კერძოდ: საკლასო ოთახებში უნდა მოხდეს  24 ვატიანი, მისამაგრებელი ლედ პანელ სანათების, ხოლო დერეფნებში – 12 ვატიანი მისამაგრებელი ლედ პანელ სანათების მონტაჟი. ასევე სპორტ-დარბაზის განათება უნდა მოხდეს ლითონის ცხაურიანი, 250 ვატიანი პროჟექტორებით. 

სატენდერო წინადადებების მიღება 10 აპრილს დასრულდა, თუმცა რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს უცნობია. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შ.პ.ს ბოუერმა და შ.პ.ს ლამოდერნამ მიიღო. შ.პ.ს. ბოუერმა სამუშაოების შესასრულებლად 122149 ლარი დააფიქსირა, ხოლო შ.პ.ს ლამოდერნამ 107300 ლარი. ტექნიკური დოკუმენტაციის გამო შ.პ.ს ლამოდერნას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი. 

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *