საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმებით მოხდება. ამის

შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

,,რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას, ეს მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე და ესეც დარეგულირდება და წარმატებით ჩაივლის ეს ეტაპიც.” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

მისივე განცხადებით, ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების განახლება კი მეექვსე ეტაპამდე მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *