ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით,

15 ივნისიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყეტილებით, ფინალური გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა, რაც სირთულეს წარმოადგენს. მათი თქმით, უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ მობილურით გამოცდის ჩაბარება ნებადართული არ არის, რადგან სტუდენტები გადაიწერენ. ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისიდან გამოცდები უნივერსიტეტის სივრცეში ჩატარდება, რაც პანდემიის გამო საფრთხისშემცველია. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.

“მხოლოდ კომპიუტერით ვერ ვახერხებთ გამოცდების ვაბარებას. უნივერსიტეტის სტუდენტების უმეტესობა რეგიონებიდანაა, ზოგს საერთოდ არ აქვს კომპიუტერი. ოჯახში ხშირად ორი სტუდენტია და მათ ერთსა და იმავე დროს აქვთ გამოცდა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტელეფონით სარგებლობის შემთხვევაში, სტუდენტები გადაიწერენ. გვინდოდა მათთან შეხვედრა, თუმცა, არავინ გვეკონტაქტება,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სტუდენტების თქმით, პანდემიის დროს ინტერნეტთან წვდომის არ ქონის გამო შუალედური გამოცდა 350-მა სტუდენტმა ვერ ჩააბარა.

სტუდენტების მოთხოვნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. რექტორის მოადგილის, შალვა კირთაძის განცხადებით, გამოცდის კომპიუტერით ჩაბარება ცოდნის რეალური მაჩვენებლის გამოვლენას ემსახურება, რასაც მობილური ტელეფონი ვერ უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც კომპიუტერთან წვდომა არ ექნებათ, გამოცდების ჩაბარების საშუალება 5 ივლისიდან საუნივერსიტეტო სივრცეში მიეცემათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *