სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს დასრულდება. საჯარო სკოლების

პირველმა და მეთორმეტე კლასელებმა სწავლა უკვე დაასრულეს. სწავლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებმა სკოლებში სახელმძღვანელოები უნდა დააბრუნონ. 

“მშობლებთან კომუნიკაცია გვაქვს. სახელმძღვანელოების დაბრუნების პროცესი სწავლის დასრულებიდან პირველივე კვირას დაიწყება. კლასის დამრიგებლები უზრუნველყოფენ დისტანციურად გააკეთონ ცხრილი და ბიბლიოთეკარი ჩაიბარებს წიგნებს. სახელმძღვანელოების ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად. სკოლებში სახელმძღვანელოების ჩაბარება შესაბამისი გრაფიკითა და დისტანციის დაცვით მოხდება”,-განაცხადა ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა. 

კორონავირუსის გამო, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *