ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა და ფილიალები

მკითხველთა მიღებას 15 ივნისიდან განაახლებს. ადმინისტრაცია მკითხველებს სპეციალური რეგულაციების დაცვით მიიღებს. სავარაუდოდ, სამკითხველო დარბაზში შეიცვლება მკითხველთათვის განკუთვნილი მაგიდების განლაგება.

“ველოდებით რეგულაციებისა და რეკომენდაციების მიღებას, მათ შორის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან და სხვა უწყებებიდან. რადგან წიგნები ინფექციის გადამტანია, ალბათ, განსხვავებული რეკომენდაციები გვექნება. ბიბლიოთეკაში სათანადო რეკომენდაციების დაცვით თანამშრომლები უკვე მუშაობენ,”-აცხადებენ ბიბლიოთეკაში.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, ბიბლიოთეკამ რამდენიმე თვეა მუშაობა შეაჩერა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *