“მასუნთქე! მომავლისთვის.” – ქუთაისში აბიტურენტები აქციას ისევ გამართავენ. დღეს ისინი ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან,

ქუთიასის N1 საჯარო სკოლასთან, შეიკირიბებიან.  აქცია 17:00 საათზე დაიწყება.  როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პირბადეები სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ფილტვებში ახდენს ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და  CO– ს გაზრდას. რაც ნერვიულობის ფონზე დაახლოებით 50% ამცირებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას.

აბიტურიენტებს რომ შესაძლოა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მისცენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ,,დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხზე გადაწყვეტილებას  გაახმოვანებდნენ. მისივე თქმით, უკვე შექმნილია გამჭვირვალე ბარიერებით აღჭურვილი მაგიდები, რაც შესაძლოა დისტანციის დასაცავად საკმარისი აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით ახალი განცხადება არ გაუკეთებია. 

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ამ დროისათვის გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, აბიტურიებტებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.

ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” არქივი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *