ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დღეს 09:00 საათზე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა და მაღალი სიცხის გამო არ დაიშვა ორი აბიტურიენტი. გამოცდების ეროვნულ ცენტრში რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აცხადებენ, რომ კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით ვერ დაასახელებენ, რომელ საგამოცდო ცენტრებში დაუფიქსირდათ აბიტურიენტებს მაღალი ტემპერატურა.

ხვალ, 7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. 

გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *