ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. მეხუთე დღეა, აბიტურიენტები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.​ მათივე განმარტებით, გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 95%-ზე მეტი გამოცხადდა. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები ხვალ ისევ ერთ სესიად ჩააბარებენ.

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

გამოცდებზე რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *