აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგრანტო პროექტს ,,საბაზისო განათლების პროგრამა” განახორციელებს.

პროექტის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა ნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა. 

პროგრამა არის ოთხწლიანი და მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეფორმისა და განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზით. 

უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მიერ შერჩეულ ტრენერებს ჩაუტარდებათ ტრენერთა ტრენინგი დაწყებითი საფეხურის(1-6 კლასი) კითხვისა და მათემატიკის მასწავლებლებისა და დირექტორების გადამზადების მიზნით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ტრენერთა მიერ სულ გადამზადდება იმერეთის რეგიონის 373 სკოლის დირექტორი და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. 

პროექტს ახორციელებს RTI International-ი საქართველოს შვიდ რეგიონალურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებასთან” , სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან უშუალო თანამშრომლობით. 

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *