ქუთაისის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. პოსტი ლაშა კანდელაკიშვილმა

დაიკავა. კანდელაკიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის მფლობელი, ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. რაც შეეხება ყოფილ რექტორს ლელა ქელბაქიანს, ის რექტორის მრჩეველის თანამდებობაზე რჩება.

ახალი რექტორის გადაწყვეტილებით, იცვლება Unik-ის მართვის პოლიტიკა და სტრუქტურა. ამ ეტაპზე სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს საერთო მმართველი რგოლი ეყოლება.

ლაშა კანდელაკიშვილი უმაღლესი განათლების  სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობს.  ევროპის უნივერსიტეტი 2012 წელს დააფუძნა. ამჟამად უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამებს სამართლის, ბიზნესისა და მედიცინის მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *