პროექტის,  “ევროპული არდადეგები”,  მეორე ღონისძიება გიმართა.  წყალტუბოში მცხოვრებ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ის გულისხმობს როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან, ეწვევა მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმს და წინანდალს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ. ,,ევროპული არდადეგები” ამჯერად სათაფლიის ნაკრძალში მოეწყო.

ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე, ამ პროცესის სარგებელზე ესაუბრნენ.  ახალგაზრდებს აგრეთვე, “საქართველოს ეროვნული პარკების” წარმომადგენლმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა და სათაფლიის ნაკრძალში ჩაუტარა ექსკურსია.

,,,ეს არის ციკლი ჩვენი დევნილი ახალგაზრდებისთვის, რომელიც უკავშირდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და განსაკუთრებით ნატოს ცენტრის მიზნობრივ ამოცანებს, ნატოსტან ინტეგრაციის პროცესს. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარების კუთხით და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.” – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა დავით ფაცაციამ.

პროექტს ,,ევროპული არდადეგები”  საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად ახორციელებს.   

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *