ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიბლიოთეკის განვითარების

კონსულტანტის ვაკანსიას აცხადებს. უნივერსიტეტის მოთხოვნების მიხედვით, დასაქმების მსურველმა უნდა შეისწავლოს საუნივერსიტეტო ქალაქის ბიბლიოთეკის მოთხოვნები და მოამზადოს ბიბლიოთეკის განვითარების კონცეფცია. ასევე, შეიმუშაოს ბიბლიოთეკის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. 

სხვა მოთხოვნები ასე გამოიყურება: დასაქმების მსურველი უნდა დაეხმაროს უნივერსიტეტს საბიბლიოთეკო რესურსების მობილიზებასა და შესყიდვაში; შეიმუშაოს ბიბლიოთეკის წიგნ საცავის სია და მონაწილეობა მიიღოს წიგნების შესყიდვაში; შეიმუშაოს ონლაინ ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზების სია და მონაწილეობა მიიღოს მონაცემთა ბაზების შესყიდვაში; უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის წიგნსაცავის მოწყობას; მონაწილეობა მიიღოს, განიხილოს და რეკომენდაციები გაუზიაროს მენეჯმენტს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოწყობის საკითხებზე (მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების თემაზე); მოამზადოს ბიბლიოთეკის დებულება უნივერსიტეტის იურისტებთან ერთად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი “ქართუს” დაფინანსებით შენდება.სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას უნივერსიტეტი სექტემბერში გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *