ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით

დასრულდა. დღეიდან გამოცდებში სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები ჩაერთვნენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საგამოცდო პროცესმა წარმატებით ჩაიარა.

“გამოცდაში მონაწილეობა რეგისტრირებული აბიტურიენტების 94-მა პროცენტმა მიიღო. რაც შეეხება სტუდენტებსა და საგრანტო კონკურსს, აქ 78-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვიწყებდით, ორი მიზანი გვქონდა. ერთი გახლდათ ის, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისათვის ისეთი გარემო, რომ მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეორე გახლდათ ის, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული  მუშაობის შედეგად ორივე მიზანი მიღწეულია,”-განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *