აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სპეციალობის, სტუდენტები:

დემური დანგაძე, გიორგი სვანიძე და მიხეილ მეძველია Big Idea challenge-ის კონკურის კატეგორია კრეატიული იდეების გამარჯვებულები გახდნენ. კონკურსის ფინალი 29 ივლისს გაიმართა. მათ კომიქსებისა და სხვა ნაწარმობებისათვის პლატფორმა შექმნის იდეა წარადგინეს. რომელიც ავტორებს შესაძლებლობას მისცემს მათი ნაშრომები უფრო მრავალფეროვანი გახდეს. 

,,ჩვენი ქვეყნიდან მოვხვდით კატეგორია კრეატიული იდეების გამარჯვებულებს შორის. ბრიტანეთის საბჭო ჩაგვიტარებს ტრენინგს, რომელიც ჩვენი იდეის დახვეწაში და რეალიზებაში დაგვეხმარება. ამ მიმართულებით ეს ჩვენთვის პირველი კონკურსი იყო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც.ემოციურად იყო ძალიან დატვირთული.”- ამბობს მიხეილ მეძველია 

სსიპ “შემოქმედებითი საქართველოსა” და “ბრიტანეთის საბჭოს” თანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო 9 უნივერსიტეტი და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 90-მდე სხვადასხვა იდეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *