მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის 23-ე სკოლის რეაბილიტაციისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სამუშაოების ჩასატარებლად 8 მილიონ 637 ათას 919 ლარია განკუთვნილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სკოლა გათვლილი იქნება 1070 მოსწავლეზე. მოეწყობა ორი  მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი.

პირველ სართულზე უნდა განთავსდეს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტუალეტები ბიჭებისა და გოგონებისათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, გასახდელები გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, ორი სპორტული დარბაზი, ბუფეტი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მთავარი შესასვლელი უზრუნველყოფილი იქნება პანდუსით.

სატენდერო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *