გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს

სააპელაციო განაცხადების განხილვა. პროცესის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გაეცნობიან აპელაციის შედეგებს, რომლის შემდეგაც კიდევ ერთი დღე ექნებათ იმისათვის, რომ შეიტანონ ცვლილებები პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ: საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას; უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს; საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას; გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და სხვ.

აბიტურიენტები საკუთარი არჩევანის რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან, ამიტომ ცენტრის რეკომენდაციაა, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. ცენტრი ასევე აფრთხილებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენონ ღილაკი – შენახვა და გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *