ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვაკანსიებს აცხადებს. უნივერსიტეტი კადრების

შერჩევას შემდეგი მიმართულებებით იწყებს HR, საერთაშორისო და უცხო ენების ცენტრის ვაკანსიები; საგანმანათლებლო ერთეულის ადმინისტრაციული ვაკანსიები; აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ვაკანსიები.

HR, საერთაშორისო და უცხო ენების ცენტრის ვაკანსიები ასე გამოიყურება: ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კოორდინატორი, უცხო ენების ცენტრის კოორდინატორი.

საგანმანათლებლო ერთეულის ადმინისტრაციული ვაკანსიები შემდეგია: საგანმანათლებლო ერთეულის ადმინისტრაციული კოორდინატორი, საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო პროცესის სპეციალისტი (სამი ვაკანტური პოზიცია), პროფესორის ადმინისტრაციული თანაშემწე (ორი ვაკანტური პოზიცია).

აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ვაკანსიები ასეთია: 

მათემატიკის პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობები: სწავლების ასისტენტი და პროფესორის ასისტენტი.

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობები: სწავლების ასისტენტი და პროფესორის ასისტენტი.

მენეჯმენტის პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობები: სწავლების ასისტენტი და პროფესორის ასისტენტი.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *