ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა 5 ოქტომბერს დაიწყება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა 5 ოქტომბერს დაიწყება. 21-25 სექტემბერს კი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური ორიენტაციის ონლაინ სესიებში. 1-3 ოქტომბრამდე იგეგმება სტუდენტების მიღება-დაბინავება KIU კამპუსზე. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) წელს 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა და 246 სტუდენტმა ჩააბარა.

"რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარული წელს KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტის  პროგრამა და ბოლოს მათემატიკა. საინტერესოა, რომ მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა. უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება,"-ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავდაპირველად 60 000 სტუდენტზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. მოგვიანებით განაცხადეს, რომ უნივერსიტეტი მიმდინარე სასწავლო წელს 1 000 სტუდენტს მიიღებდა.

უნივერსიტეტის მშენებლობას ფონდი "ქართუ" აფინანსებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ჩემი განათლება ჩიხშია, არა ონლაინ სწავლებას’’-ამ სახელწოდების
აქციით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დინსტანციური
სწავლის რეჟიმი გააპროტესტეს და ონლაინ ლექციების შეწყვეტა
მოითხოვეს.
19:09 / 28.09.2020

,,ჩემი განათლება ჩიხშია, არა ონლაინ სწავლებას’’-ამ სახელწოდების აქციით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დინსტანციური სწავლის რეჟიმი გააპროტესტეს და ონლაინ ლექციების შეწყვეტა მოითხოვეს.

18:33 / 28.09.2020

,,ჩემი განათლება ჩიხშია, არა ონლაინ სწავლებას’’-ამ სახელწოდების აქციით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დინსტანციური სწავლის რეჟიმი გააპროტესტეს და ონლაინ ლექციების შეწყვეტა მოითხოვეს.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 29 °C
img
ფოთი 21 - 28 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 9 - 24 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.