მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის

განცხადებით, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი ფიზიკურად 1-ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის განახლდება. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი.

“ყველგან, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები ფიზიკურად სასწავლო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, განსხვავებით ამ ოთხი ქალაქისგან, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში. რაც ყველაზე მთავარია, იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში გაგრძელდება საკლასო ოთახებში სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *