12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის

ტერიტორიაზე, ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, 1-ლი ოქტომბრიდან აჭარის გარდა, 1-ლიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ. მშობლების სურვილის შემთხვევაში, მათი შვილები სასწავლო პროცესს დისტანციური ფორმით გააგრძელებენ.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *