აწსუ-ში ბავშვთა უფლებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების ჩართვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია ორგანიზებულია ბავშვთა ფონდის მიერ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ და ბავშთა უფლებების საკითხებზე იმსჯელებენ პროფესორები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ბავშვის უფლებათა დარგის საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციები.

კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გაეროს რეზიდენტმა კოორდინატორმა, საბინ მახლიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილიმ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა.

,,გაეროს ბავშვთა ფონდისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობა სრულად გამორჩეულია იმ მხრივ , რომ საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად იწყებს ფუნქციონირებას ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთს უნივერსიტეტის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის ძალაზე ღირებულ და საჭირო საქმეში,"- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

კონფერენციის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნას. ცენტრი იქნება საინფორმაციო ჰაბი და ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების, მშობლების და ბავშვების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე.

,,მოხარული ვარ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, სადაც ბავშვთა უფლებების საკითხები ჩაირთვება პროგრამებსა და კურიკულუმებში. ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება მოიაზრებს პრაქტიკული ქმედებების განხორცილებას. ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება მოიაზრებს პრაქტიკული ქმედებების განხორციელებას. ბავშვთა უფლებების და ბავშვთა უფლებებზე მორგებული მიდგომის შესახებ ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები და ზრდასრულები განაპირობებენ ცვლილებას მათ უშუალო გარემოში და ზოგადად ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ ქუთაისში ბავშვთა უფლებების თემაზე საერთშორისო კონფერენციის გამართვა და უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს პარტნიორობას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან, საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების გაუმჯობესების მიზნით,"- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილიმ.

საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილების შესახებ.

ბავშვთა უფლებების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში გაზრდის სტუდენტების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებების შესახებ, ხელს შეუწყობს ბავშვებისათვის და ბავშვებთან მუშაობით მათ დაინტერესებას და გააძლიერებს ყველა მომავალი პროფესიონალის -მომავლი სოცმუშაკების, ადვოკატების, მოსამართლეების, მასწავლებლებისა და სხვათა მოტივაციას. ზემოაღნიშნული საფუძველს ჩაუყრის ბავშვებთან და ბავშვებისათვის მომუშავე ყველა პროფესიონალის სპეციალიზაციას, საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბერს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კონკურსი
14:18 / 29.10.2020
კონკურსი "აგროგრაფი" წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
15:55 / 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
15:55 / 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 11 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 26 °C
img
ბათუმი 17 - 23 °C
img
სოხუმი 16 - 23 °C
img
ფოთი 18 - 23 °C
img
თელავი 13 - 24 °C
img
მესტია 6 - 13 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 11 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისელი ამომრჩეველი არჩევანს 28 მაჟორიტარობის და 8 მერობის კანდიდატს შორის გააკეთებს
17:07 / 30.10.2020

31 ოქტომბრის არჩევნებზე ქუთაისში 28 მაჟორიტარობის და 8 მერობის კანდიდატი იყრის კენჭს.

„кгб"-ქუთაისში ენმ-ის ოფისზე გამოკრული საარჩევნო ბანერი დააზიანეს
11:41 / 30.10.2020
ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე
კახაბერ ჩახუნაშვილი
02:04 / 30.10.2020

ქუთაისის მერობის კანდიდატი ,,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა ქდმ’’

ირმა პეტრიაშვილი
01:59 / 30.10.2020
ქუთაისის მერობის კანდიდატი „სოციალური სამართლიანობისთვის“