ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე

“საქართველოს საუკეთესო მოხალისე 2020 ” გახდა.

ლიკა ბედინაშვილი ორი წელია მოხალისეობრივ აქტივობებშია ჩართული. მონაწილეობდა არაერთი სოციალური ხასიათის კამპანიაში, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშემწყობ აქტივობებშიც. მონაწილეობა მიიღო ნერგების დარგვის კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, 1500–მდე აკაციის ნერგი დაირგო და მიწის აღგდენის სხვა აქტივობები განხორციელდა.

კონკურსი “საქართველოს მოხალისე 2020” პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში გაიმართა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოხალისეობის პოპულარიზაციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *