ქუთაისის საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება

შეაჩერა. ააიპ “ბაგა-ბაღების” გაერთიანებამ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, ბაღების თანამშრომლების ნაწილს კოვიდ 19 დაუდასტურდა, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. წიტაიშვილი ამბობს, რომ რისკები მატულობს.

მისივე თქმით, სავარაუდოდ სწავლა 2 კვირით შეწყდება, ხოლო შემდგომ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

ქუთაისში 37 საჯარო საბავშვო ბაღია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *