კოვიდის წინააღმდეგ მედიკოსების დასახმარებლად აწსუ-ს 50-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა 
კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან. წერეთლის უნივერსიტეტიდან კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად მოსამზადებელ კურსს დიპლომირებული მედიკოსების მოსამზადებელი პროგრამის მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები შეუერთდებიან. ამ დროისთვის უნივერსიტეტში გადამზადების კურსი 150-მდე სტუდენტმა გაიარა, ხოლო უნივერსიტეტიდან რეგისტრირებულია 50-მდე მოხალისე.

როგორც უნივერსიტეტში განაცხადეს, სტუდენტები მომზადებას განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ვიდეო ლექციებისა და ასევე აწსუ-ს მიერ შექმნილი კურსით გადიან. საკითხები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობა, პაციენტების ნაკადის მართვა ჰიბრიდულ და კოვიდცენტრებში,  კოვიდინფექციის მძიმე შემთხვევების მართვა და სხვა. პროგრამა მოიცავს პრაქტიკული კურსსაც, სადაც სტუდენტებს ასწავლიან უსაფრთხოების ნორმებს.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც აღნიშნულ კურსში ჩაერთო, ნაზი მაჩიტაძეა. ნაზი სამკურნალოს მე-4 კურსის სტუდენტია. დაინტერესებულია ანესთეზია-რეანიმატოლოგობით და არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს გახდეს მისი მომავალი პროფესია. 

"თეორიული მოსამზადებელი კურსის ფარგლებში არა ერთი საინტერესო და ამასთანავე აუცილებელი ლექცია ჩაგვიტარდა და გვიტარდება. ამ ლექციებს უძღვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კოვიდ 19 ის ეპიდემიასთან ბრძოლაში. აქამდე ჩატარებული ლექციებიდან მივიღეთ ინფორმაცია ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ, ასევე როგორ უმკლავდებიან კლინიკები ამ სიტუაციას, რა გამოწვევების წინაშე დგანან კოვიდ კლინიკის სტრუქტურა, როგორ ხდება კოვიდ კლინიკებში პაციენტთა ნაკადების მართვა, ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობა ახასიათებს კოვიდ 19, რა სიმპტომები გვხდება ძირითადად. ასევე საინტერესო აღმოჩნდა ლექცია, თუ როგორ ხდება კოვიდ ინფიცირებული მძიმე პაციენტების მართვა. გარდა ამისა, როგორც ვიცით, კიდევ არის რამდენიმე ლექცია ჩანიშნული და გარდა თეორიულისა, ეს გადამზადების კურსი გულისხმობს პრაქტიკულ ნაწილსაც, რომელსაც უშუალოდ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გავივლით. როგორც გვითხრეს, ადგილზე ვისწავლით როგორ ჩავიცვათ და გავიხადოთ სწორად სპეციალური ტანსაცმელი, რათა თავიდან ავიცილოთ დაინფიცირება და მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვიყოთ,"-ამბობს ნაზი მაჩიტაძე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულებს მხოლოდ
13:52 / 25.11.2020
ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულებს მხოლოდ
იმერეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა
11:28 / 25.11.2020
იმერეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 1 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 11 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 2 - 10 °C
img
მესტია -9 - -1 °C
img
ზუგდიდი 2 - 9 °C
img
ბორჯომი -3 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

01:11 / 30.10.2020
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდსა და პანდემიის მართვის პროგრამას თანხები დაემატა
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.