23 დეკემბრიდან ქუთაისში ბაგა-ბაღების

აღსაზრდელებზე საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყება. ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, ნობათების დარიგება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსაზრდელების მშობლები პროდუქტებს ბაღებში მიიღებენ.

ნობათებში შემდეგი სახის პროდუქტები შევა: შაქარი, კარტოფილი, კარაქი და მაწონი. ასევე იქნება საახალწლო ტკბილეული სხვადასხვა სახის კანფეტისა და შოკოლადის სახით.  

საახალწლო ნობათებს ჯამში 8 234 აღსაზრდელი მიიღებს.

რაც შეეხება სწავლის განახლებას ჯერ-ჯერობით თარიღი უცნობია. გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული ეპიდ ვითარებაზეა დამოკიდებული. 

ქუთაისში 37 საჯარო საბავშვო ბაღია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *