ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების დასრულებას 7-10 წელში ვარაუდობს
ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები კომპლექსში ახალი შენობების დამატებას, საგზაო ინფრასტრუქტურის, საინჟინრო ქსელებისა და ლანდშაპტური სამუშაოების კორექტირებას ეხებოდა. მის განხილვას ფონდი "ქართუს" პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი დაესწრო. 

"პირველ ნაკადში უნივერსიტეტმა სამ სპეციალობაზე მიიღო 246 სტუდენტი. ისინი სწავლობენ ჰიბრიდული მოდელით. წლიდან-წლამდე გაიზრდება სტუდენტთა ბაზაც და დაემატება ახალი დისციპლინები. შემდეგ ფაზებში იქნება საინჟინრო სპეციალობები, შემდეგ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია,"-ამბობს ვახტანგ ცაგარელი.

ცაგარელმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, როდის ისწავლის უნივერსიტეტში დაანონსებული 60 000 სტუდენტი.

"ძალიან რთული სათქმელია. მოგეხსენებათ ეს ძალიან დიდი პროექტია თავისი მნიშვნელობით. სავარაუდოდ, პროექტის განვითარება 7-10 წელიწადში დასრულდება. 60 000 სტუდენტი ეს არის ჯამური ინფრასტრუქტურული ტევადობა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიღაც მომენტში ერთდროულად 60 000 სტუდენტი ისხდება მერხთან,"-განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა, შემდეგ კი საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცემა. 




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის ფრაგმენტის მოწესრიგებაზე
15:35 / 13.04.2021
ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის ფრაგმენტის მოწესრიგებაზე
აქციის მონაწილეებს გუმათჰესთან გზა ისევ აქვთ
13:01 / 13.04.2021
აქციის მონაწილეებს გუმათჰესთან გზა ისევ აქვთ
აქციის მონაწილეებმა
17:52 / 12.04.2021
აქციის მონაწილეებმა "ენკას" ბაზისაკენ მსვლელობით
აქციის მონაწილეებმა
17:52 / 12.04.2021
აქციის მონაწილეებმა "ენკას" ბაზისაკენ მსვლელობით
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 7 - 14 °C
img
ქუთაისი 7 - 11 °C
img
ბათუმი 8 - 11 °C
img
სოხუმი 7 - 11 °C
img
ფოთი 8 - 11 °C
img
თელავი 8 - 14 °C
img
მესტია 1 - 6 °C
img
ზუგდიდი 7 - 10 °C
img
ბორჯომი 3 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება
დღეიდან უნივერსიტეტებს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში
13:26 / 15.03.2021
შსს წულაიას დაკავების მიზეზად ქალზე ფიზიკურ ძალადობას ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გოგი წულაიას დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

14:49 / 17.03.2021
აღმაშენებლის ქუჩაზე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ქუთაისში, აღმაშენებლის
15:29 / 16.03.2021
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
"მონაკვეთი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშია"-ოღასკურას რეაბილიტაციაზე 1 200 000 დაიხარჯება
15:35 / 13.04.2021
ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის ფრაგმენტის მოწესრიგებაზე
გუმათჰესთან ხალხი ისევ იკრიბება
13:01 / 13.04.2021
აქციის მონაწილეებს გუმათჰესთან გზა ისევ აქვთ
"წადით!"- შეძახილებით აქციის მონაწილეებმა "ენკას" ბაზასთან გადაინაცვლეს
17:52 / 12.04.2021
აქციის მონაწილეებმა "ენკას" ბაზისაკენ მსვლელობით