Იმერეთის ზოგიერთ სკოლებში სწავლა კლასებში განახლდა
Იმერეთის მუნიციპალიტეტების სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. Ქუთაისისგან განსხვავებით, Სწავლა სკოლებში ჰიბრიდული მეთოდით ან სრულად საკლასო ოთახებში წარიმართება, რაც მშობლების სურვილზეა დამოკიდებული. Წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ქობულია ამბობს, რომ იმისთვის, რომ კლასმა სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელოს, საჭიროა მშობელთა 70 პროცენტის მოთხოვნა. Მისივე განმარტებით, სკოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საჭირო ყველა რეკომენდაცია დაცულია.

"მოსწავლეთა ნაწილი დისტანციურად აგრძელებს სწავლას, ნაწილი კი მოსულია. ჩვენ ვითვალისწინებთ მშობლებისა და მასწავლებლების მოთხოვნას. სკოლაში დაცულია დისტანცია, გვაქვს სადეზინფექციო ხსნარები, წყალი. სკოლაში იმდენად კარგი პირობები გვაქვს, ბავშვებს არაფერი ემუქრებათ. არ გვყავს ინფიცირებულები,"-ამბობს მაია ქობულია.

Სასწავლო პროცესი სკოლებში დღეს განახლდა. Იმერეთიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე არიან ქუთაისისა და ზესტაფონის სკოლები.

| Print |